სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 წლის კაცმა ბიძა მოკლა

ხობში, სოფელ ხეთაში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100