სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთაველის მეტროში გვიან ღამით ორ ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, ქუჩის მუსიკოსებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ უცნობი პირები მიუცვივდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება".

თვითმხილველების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გამოკითხვა, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციაში დიდხანს გაგრძელდა.

ერთ-ერთი ვერსიით კი, დაპირისპირების მიზეზი არა საყურე, არამედ ის გახდა, რომ ახალგაზრდები მატარებლის კარს დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ვიდეოკადრებს "პირველი არხი" ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100