შემოსავლების სამსახურის შენობას ცეცხლი უკიდია
შემოსავლების სამსახურის შენობას ცეცხლი უკიდია - ხანძარი აივანზე ხის ნარჩენებს წაეკიდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო ბრიგადა, რომლებიც ცეცხლს ამ წუთებშიც აქრობენ - ამის შესახებ დრონი.ჯი-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს.დამატებითი დეტალების შესახებ ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარი