სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტები

მეფე ფაჰდის სახელობის აეროპორტი - მდებარეობს საუდის არაბეთში, კერძოდ დამამში. მისი ფართობი 780 კვადრატული კილომეტრია. მაშინ როდესაც, მაგალითად თბილისის ფართობი გახლავთ 720 კვადრატული კილომეტრი

2000 წლამდე მეფე ფაჰდის სახელობის აეროპორტი გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის, ბოლო 15 წლის განმავლობაში კი სამოქალაქო ავიაციას ემსახურება.

აეროპორტს აქვს საკუთარი მეჩეთი, რომელიც 2 ათას ადამიანს იტევს. პარკირებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე კი 4 ათასი ავტომობილი თავსდება.

სამწუხაროდ ამ გიგანტის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან ცუდი ადგილმდებარეობის გამო მისით ბევრი ადამიანი არ სარგებლობს.

დენვერის აეროპორტი - აშშ-ს ყველაზე დიდი აეროპორტი გახლავთ. სულ რაღაც 20 წლისაა და უკვე ლეგენდად იქცა საკუთარი უჩვეულო ვიზუალის გამო. მისი ფართობი გახლავთ 140 კვადრატული კილომეტრი.

ჰარსფილდ ჯექსონის აეროპორტი - მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ ატლანტაში. მართალია ფართობით ზემოაღნიშნულ აეროპორტებთან შედარებით, თავისი 2 ათასი ჰექტარით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქ ყოველდღიურად 250 ათასი მგზავრი და 100 თვითმფრინავი გადის, თანამშრომელთა რაოდენობა კი 55 ათასია.

საერთაშორისო აეროპორტი შოუდუ - გახლავთ აზიის ყველაზე დიდი აეროპორტი, მდებარეობს ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში. მგზავრთა სიმრავლით მას მხოლოდ ატლანტის აეროპორტი უსწრებს. 60 წლიანი არსებობის მანძილზე მისი რეკონსტრუქცია სამჯერ მოხდა. სხვა აეროპორტებისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ აქაურ მაღაზიებში ყველაფერი ზუსტად იმდენი ღირს რამდენიც აერპორტს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ამჟამად მიმდინარეობს შოუდუს კონკურენტის მშენებლობა, ამბობენ, რომ ეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი აეროპორტი იქნება, რადგან შეეძლება 130 მილიონი მგზავრის მიღება. ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება და მისი სახელია დასინი.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი - ემირატები ნამდვილი ზღაპარიაო, ეს გამოთქმა აეროპორტზეც ვრცელდება, რამდენიმე ათეული წლის წინ დუბაის აეროპორტს ერთი თვითმფრინავის მიღებაც კი უჭირდა, დღეს კი აქ ყოველ საათში 30 რეისი და 70 მილიონი ადამიანი გადის.

აეროპორტის ტერიტორიზაე განთავსებულია 4 სასტუმრო, აუზი, სპა, უფასო ელექტრომობილები და საბავშვო ეტლები, ასევე უფასი საშხაპეები.

ჰითროუს აეროპორტი - მდებარეობს დიდ ბრიტანეთში. ის ევროპის ყველაზე მუშა აეროპორტია. მის ტერიტორიაზე ყველაფერი კომფორტულადაა მოწყობილი, მაღაზიების გარდა აეროპორტში არის სალოცავი და მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიის მღვდლები. მიუხედავად ამისა ჰიტროუს აეროპორტს მსოფლიოს ყველაზე ცუდი სერვისის მქონე აეროპორტის სახელი აქვს, რადგან აქ რეისები გამუდმებით ყოვნდება ან აგვიანებს.

შარლ დე გოლის აეროპორტი - მდებარეობს პარიზის გარეუბანში და მისი მოედნის ფართობია 3,2 ჰექტარი. ყოველდღიურად აქ 60 მილიონი მგზავრი გადის.

აქაურობა ძალიან უყვართ კინორეჟისორებს და როკ-ვარსკვლავებს. შარლ დე გოლის აეროპორტში გადაღებულია არაერთი ფილმი და მუსიკალური კლიპი. უფრო მეტიც სწორედ ამ აეროპორტში განვითარებული მოვლენების მიხედვით გადაიღო სტივენ სპილბერგმა ოსკაროსანი ფილმი ტერმინალი.

როგორც ცნობილია ტომ ჰენკსის მიერ განსახიერებული პერსონაჟი რეალურადაც არსებობდა და მისი ისტორია სპილბერგის კინო-გმირის ისტორიაზე უფრო მძიმე იყო. ვიქტორ ნავორსკის პროტოტიპი ირანელი მეჰრან კარიმი ნესერი გახლდათ, რომელსაც პასპორტი მოპარეს, რის შემდეგაც 18 წელი გაატარა შარლ დე გოლის აეროპორტში.

ეს დე გოლის აჰეროპორტის ერთადერთი სკანდალი არ გახლავთ, ნაკლებად მასშტაბური, თუმცა მაინც სამარცხვინო შემთხვევებს საფრანგეთის მთავარ აეროპორტში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რადგან აქ ხშირი იყო ქურდობები. 10 წლიანი გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფრის უკან 80 მტვირთავი მუშა იდგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100