სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა 8 წლის შვილის თვალწინ ცოლი ფალოიმიტატორით გააუპატიურა და მოკლა

სექსუალური სათამაშოების მწარმოებლები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთ-ერთი მათი ნივთი მკვლელობის იარაღი გახდებოდა. ჩელიაბინკსში, რომელიც ბოლო დროს რუსეთის ქალაქებში უდავო ლიდერია სექს-სკანდალებითა და სექსუალური ხასიათის კრიმინალური ფაქტებით, 42 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი 20-სანტიმეტრიანი ფალოიმიტატორით მოკლა: ქალი სასტიკი და დამამცირებელი ფორმით იყო გაუპატიურებული, მექანიკურმა მოწყობილობამ კი სასქესო ორგანოები, სისხლძარღვები და სწორი ნაწლავი დააზიანა, რამაც სისხლის დენა გამოიწვია, ეს კი საბოლოოდ, ქალის გარდაცვალების მიზეზი გახდა. - ეს სკანდალური ინფორმაცია რუსულმა მედიამ დღეს გაავრცელა.

ამ შემზარავი ბოროტმოქმედების დეტალები მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, შემთხვევა კი 13 სექტემბერს, ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის დასახლებაში, გორკის ქუჩის 31 ნომერში მოხდა. ამ დროისთვის დალუქულია ამ სახლში მცხოვრები ვაჟენინების ბინა, მაგრამ მეზობლები დღემდე ვერ ივიწყებენ იმ განწირულ კივილს, რომელიც ბინიდან 13 სექტემბერს ისმოდა.

ბინის გვერდით კომერციული საწარმო „ტრაქავტოტორგი“ მდებარეობს, რომლის მფლობელი, 42 წლის ილია ვაჟენინი ცოლზე ეჭვიანობდა და სახლში თითქმის ყოველდღე სკანდალებს აწყობდა. ძალიან ხშირად, დილით სახლიდან გასვლისას, სახეზე სისხლჩაქცევებისა და სილურჯეების დასაფარავად, 33 წლის ოლგა ბინუნსკაია იძულებული ხდებოდა, მუქი სათვალეები გაეკეთებინა.

ცოლ-ქმარი რუსული წარმოების ტრაქტორების სათადარიგო ნაწილების შემოტანა-გაყიდვით იყო დაკავებული. ოლგას სამხრეთ-ურალის უნივერსიტეტის ფილიალი ჰქონდა დამთავრებული და ბოლო დროს ქმართან ერთად მუშაობდა, მანამდე კი სხვა ფირმაში სამრეწველო საქმიანობით იყო დაკავებული.

ბინაში, სადაც ოფისი იყო განთავსებული, კლიენტები უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ და, თავისთავად ცხადია, ძირითადად მამაკაცები იყვნენ. როგორც მეზობლები იხსენებენ, ილიას ცოლის მისამართით გამოთქმული სრულიად უწყინარი კომპლიმენტიც კი აცოფებდა.

„ოლგა რომ პოლიციას მანამდე დაკავშირებოდა, იქნებ არც მომხდარიყო, რაც მოხდა“, - უთხრა „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ ოლიას დამ, ალექსანდრამ.

13 სექტემბერს საკმაოდ მთვრალი ქმარი, ეჭვიანობის მორიგი სცენის სემდეგ, ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიების ვერსიით, მკაცრად დასჯის მოტივით მამაკაცმა ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობისთვის მყარი საგანი გამოიყენა.

„გარდაცვლილს აღენიშნება სწორი ნაწლავის თვისობრივი დაზიანება, სისხლჩაქცევები სახესა და კიდურებზე და თავის ქალის დაზიანება. სასამართლო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი სწორი ნაწლავის დაზიანების შემდეგ წარმოქმნილი დენა გახდა“, - ამბობს საქმის გამომძიებელი.

მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ქალის სასქესო ორგანოები მყარი საგნით იყო დაზიანებული, რამაც სისხლჩაქცევები და საბოლოოდ, პერიტონიტი გამოიწვია.

ყველაზე საშინელი ამ ბოროტმოქმედებაში კი ის არის, რომ ქმარმა ცოლი მათი 8 წლის გოგონას - ჟენია ვაჟენინას თვალწინ გააუპატიურა და მოკლა. სწორედ ბავშვი დაეხმარა გამოძიებას საშინელი მკვლელობის დეტალების დადგენაში და მისივე მეშვეობით დადგინდა და მოიძებნა კიდეც მკვლელობის იარაღი - ფალოიმიტატორი.

ილია ვაჟენინი, რომელიც, სხვათა შორის, ბრალს არ აღიარებს, ამჟამად იზოლატორში იმყოფება. მას ფსიქოექსპერტიზას ჩაუტარებენ, რის შედეგადაც გაირკვევა, არის თუ არა ეჭმიტანილი შერაცხადი. საბოლოოდ, მას ბრალდებას, სავარაუდოდ, ამ მუხლით წაუყენებენ: „სექსუალური ხასიათის ძალადობა, რომელმაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია“. ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადე მამაკაცს 20 წლით ციხე ელის.

8 წლის ჟენიასთან, რომელიც საშინელი სცენის მოწმე გახდა, უკვე მუშაობენ ფსიქოლოგები. ბავშვი ოლია ბინუნსკაიას ნათესავებმა თავიანთ ოჯახში წაიყვანეს საცხოვრებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100