სკოლის მოსწავლე, რომელმაც პრიზი აიღო ესსესთვის ძალადობის წინააღმდეგ, საკუთარ სახლში მოკლეს
13 წლის ამერიკელი სანდრა პარკსი საკუთარ საძინებელში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ბრმა ტყვია ფანჯრიდან მოხვდა.
როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, მისი ქალიშვილი საღამოს 8 საათზე საძინებელში ტელევიზორის საყურებლად შევიდა, ცოტა ხანში კი სისხლში ამოსვრილი გამოვიდა იქიდან და ძლივს წარმოთქვა სიტყვები "დედა, მესროლეს".
ორი წლის წინ სანდრამ დაწერა ესსე, რომელშიც განხილული იყო იარაღით ძალადობის პრობლემა. ამ თემაზე მუშაობა გოგონამ გადაწყვიტა თავისი ქალაქის კრიმინალური გარჩევების გახშირებული შემთხვევების გამო. ამ პრობლემის გამოსწორების გზებს ადამიანებისთვის სიკეთის კეთების სწავლაში ხედავდა. მისმა ნამუშევარმა კონკურსზე მესამე ადგილი აიღო.
"ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველ დღე მესმის და ვხედავ უამრავ უმსამართლობას. პატარა ბავშვები კრიმინალურ გარჩევებს ეწირებიან - ბრმა ტყვია მათ კლავს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთზე ზრუნვა, ვისწავლოთ სიკეთის კეთება" - წერდა სანდრა თავის ესსეში.
მოზარდი გოგონას მკვლელობისთვის პოლიციამ 26 წლის ისააკ ბარნსი დააკავა, რომელიც მეზობლის სახლში ტანსაცმლის კარადაში ემალებოდა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს. როგორც გაირკვა, ბრალდებული ყოფილი შეყვარებულის მოკვლას აპირებდა, თუმცა ბრმა ტყვია მოზარდს მოხვდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
კომენტარი