ისრაელში, ხომალდ „რიოზე“ მყოფი 15 ქართველი მეზღვაური ორი თვეა, ხელფასს ელოდება
ისრაელის ერთ-ერთ პორტში მდგარ საკრუიზო ხომალდ „რიოზე“, პერსონალის სამასზე მეტ წევრთან ერთად, უკვე ორ თვეზე მეტია, 15 ქართველი მეზღვაური კუთვნილ ხელფასს ელოდება. ლაინერი ხანგრძლივ კრუიზში უნდა გასულიყო, მაგრამ გაკოტრების გამო ისრაელის პორტში გაჩერდა და ორ თვეზე მეტია, დგას. ქართველი მეზღვაურები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და ყოველდღიური დაპირებების მიუხედავად, ხომალდის მფლობელი კომპანიისგან ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. ებრაულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ქართველმა მეზღვაურებმა კუთვნილი თანხა დღეს მიიღონ, თუმცა, ასეთი ცნობები ორი თვის განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა და საბოლოოდ, მცდარი აღმოჩნდა.
ლაინერის მფლობელი კომპანია გაკოტრდა. მას დავალიანება დაუგროვდა როგორ ხომალდზე მომსახურე პერსონალის, ასევე პორტის წინაშე, რის შემდეგაც ისრაელის სანაოსნო სამმართველომ „რიოს“ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარი