მანდილოსანო ვატყობ ჩემ ლექსს მუზად უხდები,
შენ, ისევ უხმოდ და უსიტყვოდ მესაუბრები,
ყველა კითხვაზე პასუხს, შენი თვალები მაძლევს,
მანდილოსანო ვატყობ ჩემ ლექსს მუზად უხდები,
და ეჭვი მაქვს, რომ ეს სიტყვები მრავალ წელს გაძლებს.
ეგ, წაბლისფერი დალალები მაბნევენ თითქმის,
გული კი უფრო მომატებულ სიხშირით ფეთქავს,
და ის სიტყვები რაც უშუალოდ თვალებით ითქმის
ჩემს ყურთან ახლოს მიმდებარე ბარაბანს ხეთქავს.
შენი ღიმილიც საიდუმლოს მალავს ბავშვივით,
თანაც ისეთს, რომ მონა ლიზაც ვერ შეედრება,
ტოტებს მოწყდება გაგორდება დაბლა ვაშლივით
ის ვინც ცდილობს და სილამაზით შენ შეგედრება.
ალბათ რამდენი გოგო კიდევ ქვეყნად ვერ ხვდება,
რა ძნელია, რომ გქონდეს სიტყვის მთქმელი თვალები,
მერე თავის მსგავს კიდევ რამდენ გოგოს შეხვდება,
ერთნაირობას დაგვწამებენ შემდეგ ქალები.
მე შენში მომწონს რომ არა ხარ ასეთი გოგო,
ვფიქრობ, რომ ალბათ უბოძია ღმერთს შენთვის ნიჭი,
გინდა სათქმელი, რომ უშვალოდ თვალებით უთხრა,
და დააბნიო ქვეყნად ალბათ რამდენი ბიჭი.
შენ, კვლავაც უხმოდ და უსიტყვოდ მესაუბრები.
ყველა კითხვაზე პასუხს ისევ თვალები მაძლევს.
მანდილოსანო..! ვატყობ ლექსებს მუზად უხდები,
და ეჭვი მაქვს, რომ ეს ლექსები ათას წელს გაძლებს...!
კომენტარი