სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ადეიშვილის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება

ზურაბ ადეიშვილის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დაგვიანებით მაგრამ მაინც მსურს გამოვეხმაურო 2008 წლის ომის 5 წლისთავს. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების და ქართული დიპლომატიის დამსახურებაა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა უბრალოდ დააგვირგვინა ის რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდა.

მე არ მესმის იმ ხალხის ვინც იძახის რომ ომი საქართველომ დაიწყო. რას ეფუძნება ამ ხალხის აპელირება? საქართველოს არ უსვრია, საქართველო არ შეჭრილა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. 2008 წლის ივლისში ე.წ. აპალჩენცებმა რუსების წაქეზებით და ხელშეწყობით დაგვიხოცეს პოლიციელები და ქართველი მშვიდობისმყოფელები, ეს ხომ დადასტურებული ფაქტია, რა მნიშვნელობა აქვს "აპალჩენცები" რა იარაღს იყენებდნენ, რპგ-ს თუ ჰაუბიცებს, მოხდა აშკარა შეტევა და ამას მოჰყვა მსხვერპლი. გაიხსენეთ რუსეთმა აგვისტოს ომამდე კერძოდ მაისში და ივნისის დასაწყისში აფხაზეთში შემოიყვანა რეგულარული ჯარების ნაწილები, რომლებმაც უმოკლეს დროში ააგეს და გაამაგრეს სამხედრო რკინიგზა. ამ ფაქტს რატომღაც არავინ იხსენებს, მართალია გასროლა არ მომხდარა მაგრამ უცხო ქვეყნის ჯარის რეგულარული ნაწილების გადაადგილება საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე ყოველგვარი მანდატის გარეშე რეალურად ნიშნავს ქვეყნისთვის ომის გამოცხადებას. საქართველოს სრული იურიდიული უფლება ქონდა რკინიგზაზე მომუშავე რუსი ჯარისკაცები დაებომბა. მაგრამ არ მოხდა ეს, რადგან არსებობდა იმედი რომ დიპლომატიურ დონეზე შესაძლებელი იყო რუსეთის შეკავება. შეგახსენებთ ნატოს მაშინდელი გენ. მდივნის მოწოდებას რუსეთის ხელისუფლების მიმართ დაუყოვნებლივ გაეყვანა რკინიგზაზე მომუშავე ჯარისკაცები, ნატოს ეს მაშინ ჩვენ შევატყობინეთ და ვთხოვეთ რუსეთის მისამართით გაეკეთებინა მკვეთრი განცხადება. არ მიყვარს რუსული წყაროების მითითება, მაგრამ ამჯერად ობიექტურად არის მოყვანილი:
"Это развертывание является явным нарушением суверенитета Грузии и ее территориальной целостности", - говорится в заявлении главы НАТО, опубликованном на официальном сайте организации. "Развертывание не имеет под собой законных оснований, оно произведено все контекста миротворческих миссий СНГ и противоречит желаниям правительства Грузии", - сказано в документе. "Войска должны быть выведены и Россия и Грузия должны в скором времени приступить к диалогу на высоком уровне для снижения напряженности в двусторонних отношениях", - подчеркивает генеральный секретарь Североатлантического альянса
შეგახსენებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, ომამდე ბევრად ადრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა რომ ის ამყარებს "ოფიციალურ ურთიერთობას" აფხაზეთის და ს. ოსეთის არაღიარებულ ტერიტორიებთან. ამაზეც ჩვენ გამოვიყენეთ დიპლომატიური არხები და მაშინვე აშშ-ს სენატი მკაცრად გამოეხმაურა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას. "Сенат США осуждает недавние решения, принятые правительством Российской Федерации, по установлению "официальных связей" с регионами Абхазия и Южная Осетия.Это процесс, который еще больше затрудняет урегулирование конфликта между этими регионами и правительством Республики Грузия и нарушает суверенитет Республики Грузия". Cенат США настойчиво призвал правительство РФ "дезавуировать эту политику, которая выглядит как политика, вызванная аппетитом к аннексии". Резолюция была принята "в форме мнения" и поэтому не является обязательной для утверждения Белым домом и не требует подписи президента США. Это уже второй подобный документ, рассмотренный американским конгрессом в течение минувшего месяца. 7 мая Палата представителей конгресса США при 390 голосах "за" и 23 "против" утвердила аналогичную резолюцию, в которой осуждаются "провокационные и опасные заявления и действия" России в отношении Грузии в связи с ситуацией вокруг непризнанных республик Абхазия и Южная Осетия.
მე მგონი ნათლად განვავრცე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მზადების მიმდინარეობა და წესით არავის უნდა შეეპაროს ეჭვი რომ ეს გეგმა დიდი ხანი იდო რუსეთში, მოგვიანებით ეს რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა კიდეც. მიუხედავად ამისა დღეს ზოგიერთი საქართველოს მოქალაქე დღემდე მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რატომ? ნუთუ თავად რუსეთის ხელისუფლების აღიარება არ არის საკმარისი? ნუთუ ომამდე ბევრად ადრე რუსების რეგულარული ჯარების (არა სამშვიდობოების) შემოყვანა არ იყო საკმარისი მანიშნებელი? ს. ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლების მიერ მოსახლეობის გახიზვნა არ იყო საკმარისი სიგნალი?
ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, ჩვენ ვუპასუხეთ მთელი სიმკაცრით. შეიძლება აქ ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს, რომ რატომ ვუპასუხეთ მთელი სიმკაცრით. ანუ ისევ დაიწყონ აპელირება და აქ შესაძლოა ნაკლებად მოღალატეობრივად განწყობის ადამიანებმაც დაასახელონ არგუმენტები, რომ რატომ ვესროლეთ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან პირდაპირ რუსებს.
ამაზე გეტყვით, რომ როცა რუსებმა დაიწყეს დაბომბვა, მათ უმისამართოდ დაბომბეს ფრონტის ხაზები, თავიანთიც და ჩვენიც, მათ უბრალოდ აწყობდათ რომ ასე გამოჩენილიყო, რომ ჩვენ დავხოცეთ რუსეთის მშვიდობისმყოფელები. ნუთუ რუსეთის ისტორიის მანძილზე გასაგები არ არის რომ მისთვის საკუთარი ჯარისკაციც საზარბაზნე ხორცია? ასე რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა რას ვისროდით, მაინც ისე გამოჩნდებოდა როგორც მოსკოვში მაგიდაზე გეგმაში ეწერა. საკმარისია, მე არ მსურს ჩემი ეს განცხადება თავის მართლების სტილში გამოვიდეს დაწერილი, რადგან საქართველო და მაშინდელი ხელისუფლება მართალი იყო, მართალი იყო დიპლომატიურ არენაზეც და ფრონტის ხაზზეც.
მე მინდა ქართველი გმირების ხსოვნას მივაგო პატივი და ვუთხრა მათ ოჯახებს და მათ ახლობლებს, დღეს რომ საქართველო კვლავ აგრძელებს არსებობას არის მათი დამსახურება და მათი სახელები არასოდეს დაავიწყდება ქვეყანას. მე მინდა გავიხსენო ავღანეთში დაღუპული ჩვენი სამხედროები, რომელთა სამსახური არის აბსოლუტურად ანალოგიური ვინც მსახურობს ქართულ ჯარში საქართველოში. გმადლობთ ყურადღებისთვის!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100