სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს - უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს
ფოთში მერობის კანდიდატი, გიგი უგულავას ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს წერილს უგზავნის და წერს, რომ სანამ საკნიდან არ გამოგიყვანს სხვა საქმე არ აქვს. უგულავას თქმით, სძულს ის აზრი, როცა წარმოიდგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინას ციხეშია.
წერილს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს.
"მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.
მე ავდგები მალე და იცოდე ,სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს.
აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს", - წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-12 დღეა შიმშილობს. მასთან ცოტა ხნის წინ ადვოკატები შევიდნენ.
კომენტარი