მომაკვდავმა 13 წლის გოგონამ 8 ადამიანის სიცოცხლე იხსნა
13 წლის ჯემაიმა ლეიზელმა ერთ ჩვეულებრივ დღეს მშობლებს გაანდო სურვილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე დაემართებოდა, სურდა ორგანოების დონორი ყოფილიყო, რათა სხვა ადამიანების სიცოცხლე ეხსნა. ჯემაიმა ამ დროს ძალიან ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე თინეიჯერი იყო. სიკვდილსა და დონორობაზე ფიქრი კი მისი მეგობრის ავარიაში დაღუპვამ გამოიწვია.
ამ საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ ჯემაიმას საშინელი თავის ტკივილი დაეწყო და იატაკზე დაეცა. როგორც ექიმების დიაგნოზიდან გაირკვა, გოგონას ტვინში ანევრიზმა გაუსკდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია გახეთქვიდან ოთხი დღის შემდეგ. მშობლებმა გადაწყვიტეს ქალიშვილის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ და სანამ აპარატიდან გამორთავდნენ, ორგანოების გაცემაზე მოაწერეს ხელი, რითაც რვა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს. ეს მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ერთი დონორისგან აქამდე ამდენი ორგანოთი არავის უსარგებლია.
კომენტარი