ქობულეთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა
ქობულეთში ზღვამ ნაპირთან ახლოს დაღუპული, დაახლოებით 50 წლის ქალბატონი გამორიყა. თბილისში მცხოვრები, დასასვენებლად ციხისძირში მყოფი ქალი ორი დღის წინ სახლიდან სასეირნოდ გავიდა და მას შემდეგ უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სანაპიროდან დაახლოებით ას მეტრში მისი ცხედარი მაშველებმა შენიშნეს და ბათუმის პროზექტურაში გადაასვენეს.
კომენტარი