თამთა ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება
ნორვეგიაში, საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" დანიაში, ნორვეგიაში და ისლანდიაში საქართველოს საელჩოდან აცნობეს, თამთა ლიპარტელიანის ძებნაში ნორვეგიის ხელისუფლებაა ჩართული.
ლიპარტელიანი კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა, სადაც ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 84 ადამიანი მოკლა.
ბანაკში იმყოფებოდა საქარტველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელსაც საელჩო დაუკავშირდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
23 ივლისს, კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 84 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი 32 წლის ანდერს ბრეივიკი აღმოჩნდა. პოლიციის ცნობით, ის ეჭვმიტანილია ოსლოში განხორციელებულ ტერაქტშიც, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარი