ღარიბაშვილის გამოსვლა კონფერენციაზე – „ღია მმართველობის პარტნიორობა"
''ღია მმართველობა - საქართველოს“ მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული ინიციატივებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში გამართულ კონფერენციაზე– „ღია მმართველობის პარტნიორობა“.
მან მადლობა გადაუხადა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) გამოჩენილი ნდობისთვის– საქართველოს მთავრობა შემდგომი ორი წლით OGP–ის საკოორდინაციო კომიტეტისწევრი გახდა.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის გამოსვლას გამოეხმაურა კონფერენციის მოდერატორი, OGP-ს თანათავმჯდომარე რაკეშ რაჯანი.
“დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. როდესაც გისმენდით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ საქმიანობას უკვე 10 წელია ეწევით. იმიტომ, რომ თქვენ საოცრად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებთ, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ. ასე რომ, დიდი მადლობა ჩვენი ასეთი შთაგონებისათვის,'' -განაცხადა რაკეშ რაჯანმა.
კომენტარი