სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ახლა ცოტა თვალებში გამოიხედა ხალხმა, იღებენ ხელფასს და „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაინტერესებული არიან საწარმოს გაჩერებით“

„RMG ჯგუფის“ თანამშრომლის ავთანდილ ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სურთ, რომ საწარმოები გაჩერდეს და ხალხი მთავრობის წინააღმდეგ განეწყოს.

კაზრეთში გამართული აქციის მონაწილის თქმით, ის კომპანიაში 35 წელია, მუშაობს და დღეის მდგომარეობით, საწარმოში დასაქმებულმა ადამიანებმა თვალებში გამოიხედეს და გარკვეული მატერიალური შესაძლებლობებიც გაუჩნდათ.

„17 წლის უკან, საწარმო გაჩერებული, ჩაკირული იყო. ხალხი მშიერი დადიოდა, პურის ფული არ გვქონდა. თბილისში შვილების სანახავად რომ წავსულიყავით, ამის ფული არ გვქონდა. ახლა ცოტა თვალებში გამოიხედა ხალხმა, იღებენ ხელფასს, შვილებს ასწავლიან და „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაინტერესებულნი არიან საწარმოს გაჩერებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მოქმედებენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. უნდათ საწარმოები გააჩერონ, ხალხი მშიერი დატოვონ და მერე, მოსახლეობა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. რა საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას?! რით ვერ დამთავრდა ყველაფერი? თუკი 5 000 წლის წინ ვიღაც ოქროს ამუშავებდა, დღეს რატომ არ აქვს ქართველ ხალხს ამის უფლება?! ოქრო სანამ მიწაშია, მას ფასი არ აქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

კაზრეთში, „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პარლამენტის მიერ დღეს, საყდრისთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აპროტესტებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100