„საქმე ხომ მხოლოდ ფულს არ ეხება, მათთვის ეს თამაშია“ - ცნობილი სუპერმოდელმა ბიზნესმენს სასამართლოში უჩივის
ბრიტანელმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა რუსი მილიარდერის ვლადისლავ დორონინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ New York Post წერს.
2020 წლის თებერვალში ცნობილმა სუპერმოდელმა ბიზნესმენს საკუთარი ნივთების დაბრუნება სთხოვა, რომელის მილიარდერის მამულში დარჩა. შემდეგ კი სასამართლოს სარჩელით მიმართა.
ბიზნესმენის წარმომადგენლის პოლ ოკონორის განცხადებით, რუსი მილიარდერი სასამართლო დავის მოგვარებას ფინანსური საკითხის წამოწევით ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
გამოცემის ცნობით, 50 წლის ნაომი დორონინის ქმედებებზე არ ბრაზდება. „საქმე ხომ მხოლოდ ფულს არ ეხება, მათთვის ეს თამაშია. საქმე ეხება ფულს და ძალაუფლებას“, - აცხადებს გამოცემასთან წყვილთან დაახლოებული პირი.
მანამდე დორონინმა განაცხადა, რომ სუპერმოდელი მას $3 მილიონად შეფასებულ ქონებას არ უბრუნებს. წყვილის ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო. ისინი 2013 წელს დაშორდნენ. ცნობილია, რომ მილიარდერი ნაომი კემპბელს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა.
კომენტარი