სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ინფიცირების ისტორიაზე

ეს პაციენტი ეკუთვნის კლასტერს, რომელსაც შიდა კლასიფიკაციაში ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ვეძახით, სადაც 5 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქალი იმყოფებოდა კონტაქტში ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან და სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მას ერთ-ერთმა ინფიცირებულმა ნათესავმა გადასდო კორონავირუსი.

„ბოლო მონაცემებით, გვაქვს 157 დადასტურებული შემთხვევა 2762 შესაძლო შემთხვევიდან, რომლებიც ღმრა კვლევას, ეპიდკვლევას, კლინიკურ კვლევას და ლაბორატორიულ კვლევას საჭიროებდნენ. აქედან გატესტილია 2912 ნიმუში. გუშინ 9 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინწინ იყო 18, მანამდე 15, გუშინ გვყავდა 9. კარგია, რომ გვყავს 28 გამოჯანმრთელებული, მაგრამ დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი ფაქტი. ეს არის 79 წლის ქალი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შევიდა და დღეს დილით გარდაიცვალა. ძირითადი დიაგნოზი არის კორონავირუსული ინფექცია და მწვავე პნევმონია, გართულებებია მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. თანხმლები დაავადებებია დილატაციური კარდიომიოპათია, მე-4 ხარისხის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერთენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერთენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია.

ეს პაციენტი ეკუთვნის კლასტერს, რომელსაც შიდა კლასიფიკაციაში ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ვეძახით, სადაც 5 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ქალი იმყოფებოდა კონტაქტში ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან და სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მას ერთ-ერთმა ინფიცირებულმა ნათესავმა გადასდო კორონავირუსი. ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად არის ცნობილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100