სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა და კომპანია „ბადაგონმა“,ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით,ფაქტორინგული მომსახურებისხელშეკრულება გააფორმეს

თბილისი,24ივლისი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და კომპანია „ბადაგონმა“, ბაზარზე პირველად საერთაშორისო ფაქტორინგული კომპანიების ასოციაციის ფარგლებში ფაქტორიგნული მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადეს. ფაქტორინგის მეშვეობით, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყნიდან ექსპორტის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ხელსაყრელი პირობებით შესთავაზონ უცხოელ პარტნიორებს. ფაქტორინგი გულისხმობს კომპანიის მოკლევადიანი დებიტორული ვალდებულების ბანკის მიერ შესყიდვას, რაც შესაძლებლობას აძლევს კომპანიას განვადებით გაყიდულ პროდუქციაში მიიღოს გაყიდული პროდუქციის თანხა ბანკში ინვოისის წარდგენისთანავე, უზრუნველყოფის გარეშე.

„საქართველოს ბანკმა ერთ-ერთმა პირველმა შეთავაზა მომხმარებელს ადგილობრივი ფაქტორინგის მომსახურება ასევე საერთაშორისო ფაქტორინგი,როგორც Factors Chain International-ის (FCI) ერთადერთმა წევრმა საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საერთაშორისო ფაქტორინგის დაფინანსების მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს ბანკს ფაქტორინგის მომსახურების გაწევა შეუძლია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან,“ განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

“მოხარული ვართ, იმ ფაქტით, რომ „ბადაგონი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, ვინც Factors Chain International-ის (FCI) ფარგლებში ფაქტორინგული ოპერაციაგანახორციელა. აღნიშნული პროდუქტი კარგად ერგება კომპანიის არსებულ საჭიროებებს. გვეძლევა მოქნილობა, შევთავაზოთ, უცხოელ პარტნიორებს ჩვენი პროდუქცია მათთვის უფრო მისაღები პირობებით, რაც თავის მხრივ გაზრდილი რეალიზაციის მოლოდინს გვიქმნის. დიდი მადლობა ”საქართველოს ბანკს“ პარტნიორობისთვის. მომავალშიც, აქტიურად ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას“, განაცხადა შპს „ბადაგონის“ დირექტორმა, გერმანე შენგელიამ.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100