სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკავშირი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.

ევროკავშირის საერთაშორისო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლითაც აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა.

ეშტონმა ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. "ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციის დაცვის საუცილებლობის საკითხი" - განაცხადა ეშტონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100