სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოთხოვნა

სამართალდაცველებმა რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას სახლი გაჩხრიკეს. გვარამიას მეუღლის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად სამი პერსონალური კომპიუტერია ამოღებული.

ფინანსური მაქინაციების განხორციელების ბრალდებით გვარამიას დაკავებისა და მასზე ზეწოლის განხორციელების ფაქტებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი გიორგი ყარამანაშვილი და ტელევიზიის თანამშრომლები გამოეხმაურნენ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღვიქვამენ , როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას. მე არ ვიმყოფები საქართველოში და, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავბრუნდები თბილისში. მანამდე, მივმართავ "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს - მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას," - ნათქვამია გიორგი ყარამანშვილის განცხადებაში.

საკუთარი ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებმაც.

"დღეს, დილის 11 საათზე, არხის გენერალური დირექტორი, გამოძახებისთანავე გამოცხადდა დაკითხვაზე და ის არ ამბობს უარს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
შესაბამისად, ტელეკომპანია მიმართავს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დასრულებამდე, გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად წინსწარი პატირობის შეფარდების თაობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, "რუსთავ 2"-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და "რუსთავი 2"-ზე ზეწოლის მცდელობა.

ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება"- ნათქვამია ტელევიზიის თანამშრომელთა განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100