სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პირებიდან სრული შეწყალება 171 მსჯავრდებულს შეეხო, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, 19 მსჯავრდეულბს სასჯელი გაუნახევრდა, 4 - შეუმცირდა და 7 პატიმარს პირობითი მსჯავრი მოეხსნა", - აღნიშნა კალმახელიძემ.

ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, შეწყალებულ პატიმრებიდან 9 ქალი და 3 არასრულწლოვანია.

"მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ისინი ციხეებს დღის ბოლომდე დატოვებენ", - აღნიშნა კალმახელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100