სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შორენა გადაცემის ჩაწერაზე გამოდის ამ კვირაში... აი, რას ნიშნავს იყო ძლიერი და პროფესიონალი"

ნახეთ რას წერს „რუსთავი 2“ -ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი ფეისბუქზე შორენა ბეგაშვილთან და საერთოდ ბავშვების ჯანმრთელობასა და დედობაზე სოციალურ ქსელში:

მგონია, რომ ძლიერი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ და ვუმკლავდები მარტო - გულშემატკივრების და დამხმარეების გარეშე, მაგრამ როგორც კი ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, აბსოლუტურად უსუსური და შეშინებული ვხდები. მისი სურდოც კი ძალას მაცლის და მცელავს. ჰოდა, ახლა ვფიქრობდი - რა მაგარია ყველა ის დედა, ვის შვილსაც სერიოზული პრობლემები აქვს და იბრძვის, არ ტყდება, ცხოვრობს, მუშაობს, იღიმის და იმედს არ კარგავს.
გუშინ გავიგე, რომ შორენა გადაცემის ჩაწერაზე გამოდის ამ კვირაში. ის ახლა ჩემთვის და ალბათ, ბევრი დედისთვის საუკეთესო მაგალითია, რას ნიშნავს იყო ძლიერი და პროფესიონალი.
პ.ს. ნიცას უბრალოდ ვირუსი აქვს.
პ.პ.ს. ჯანმრთელ და ბედნიერ შვილებს გისურვებთ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100