სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პედაგოგის მიერ ჯოხით ნაცემ მეორეკლასელს ტვინის შერყევა აქვს

პედაგოგის მიერ ნაცემ ბავშვს ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება.

შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ზერეთში მოხდა.

მეორე კლასის მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ მუსიკის მასწავლებელმა მცირეწლოვანი ბავშვები ჯოხით სცემა, რადგან ისინი გაკვეთილის მსვლელობის დროს ხმაურობდნენ.

როგორც დაზარალებული მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, შვიდი წლის ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, თუმცა საავადმყოფოში მის მოსათავსებლად ოჯახს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. ერთი კვირაა, ბავშვი სახლში მკურნალობს.

მშობლებმა განცხადებით უკვე მიმართეს სკოლის დირექციას, სამართალდამცავებსა და განათლების სამინისტროს.

თავად მუსიკის მასწავლებელი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს პროვოკაცია სკოლის დირექტორის მიერ არის მოწყობილი, რომელიც, დიდი ხანია, მის გათავისუფლებას ცდილობს.

ირინა ტურაშვილის მტკიცებით, დირექტორმა მისგან რამდენჯერმა ქრთამიც კი აიღო, რათა ის სკოლიდან არ გაეშვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100