კრემლმა მატარებლის რეისი: ადლერი–სოხუმი–მოსკოვი გააუქმა
სოჭის მიმართულებით მოსკოვიდან სამგზავრო მატარებლის ყველა რეისი დღეიდან გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდა აფხაზეთში საკმაოდ პოპულარული რეისიც: ადლერი–სოხუმი–მოსკოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული წყაროები ავრცელებენ. რეისების გაუქმების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, სოჭის მიმართულებით ახალი სარკინიგზო გადასარბენის მშენებლობაა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული მშენებლობის ვადებიც კი არ დასახელებულა, არაა გამორიცხული, მოსკოვიდან სოხუმისკენ და პირიქით, მატარებლით მგზავრობა სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს.
ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება მიანიშნებს, რომ ამ გაუქმების მიზეზი სოჭისკენ გადაადგილების მსურველი მგზავრების მაქსიმალური გაკონტროლებაა: ცნობილია, რომ სასაზღვრო რეჟიმის დროს მატარებელი შესამოწმებლად ყველაზე რთული სატრანსპორტო საშუალებაა და მისი შემოწმება დიდ დროსაც მოითხოვს. ასე რომ, სოჭის, ასევე აფხაზეთის მიმართულებით მოსკოვიდან გასამგზავრებლად მხოლოდ საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი რჩება, თუმცა, კრემლი ამ მიმართულებითაც გარკვეული შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.
კომენტარი