სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერენ ქართველები უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით?

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღოს. რადა ვიცე-სპიკერმა რუსლან კოშულინსკი განცხადებით, რაც უკრაინის გარშემო ხდება, ანექსია და ქვეყნის შიდა საქმეში სამხედრო ძალის ჩარევაა.აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც გუშინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვას მხარი დაუჭირა.

უკრაინაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებს ფეისბუქზე ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები სტატუსებით ეხმაურებიან. Droni.ge რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

კახი კალაძე: რუსეთი ოდნავ განსხვავებული საბაბით და იდენტური სცენარით იწყებს იგივეს, რაც მოახერხა 1992–1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში... დამეორედ 2008 წელს არანაკლებ მტკივნეული და ტრაგიკული შედეგებით. ეს სცენარი კვლავაც მეორდება და ამჯერად დარტყმის ქვეშ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა–უკრაინა. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო შეუწყნარებლობით და ადექვატური, მოქმედებით რუსული აგრესია აღკვეთილი იქნება.

კახა ლომაია: "ქართული ოცნების" მთავრობას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამოასწოროს თავისი სტრატეგიული შეცდომა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხი დააბრუნოს დასავლეთსა და რუსეთს შორის პრინციპული უთანხმოებების სფეროში. იქ, სადაც, დღეს მხოლოდ უკრაინული ყირიმის ოკუპაციაა. დასავლეთი, მაღალი ალბათობით, მოსთხოვს რუსეთს ყირიმიდან ჯარების გამოყვანას. აი ამ მოთხოვნათა ჩამონათვალში უნდა აღმოჩნდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმები შესრულების მოთხოვნაც. ამას სწრაფი, შეთანხმებული და გააზრებული მოქმედებები სჭირდება.

თინა ხიდაშელი: დღეს სხვაგვარი პოლიტიკის დროა თამამი პოლიტიკის, პრაგმატული მაგრამ თამამი
განცხადებების და შეშფოთებების ფაზა გავლილია. დათვმა გაიღვიძა, აქაურობის მინგრევ მონგრევით ემუქრება. ცივილიზებული სამყაროც ფეხზე მდგომი, ერთიანი, ძლიერი, პროაქტიული, თამამი უნდა იყოს, ორი ნაბიჯით წინ უნდა გათვალოს, ორი ნაბიჯით უნდა დაასწროს მე რომ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო რუსეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან დავღლიდი დიპლომატიური ლაპარაკით, მაგრამ აუცილებლად ვიმოქმედებდი მე რომ დიდი და ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო დღესვე ვიმოქმედებდი, კონკრეტულად ვიმოქმედებდი პატარა საქართველოს დასაცავად, მასზე უფრო დიდი უკრაინის დასაცავად, მოლდოვას დასაცავად მე რომ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო, აღარ დავაყოვნებდი და დღესვე მივიღებდი დიდ გადაწყვტილებებს მსოფლიოს ჩვენი ნაწილი რომ ელოდება ათეული წელია ვნახოთ, დაველოდოთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: მე მგონი ხვალ აქცია უნდა გავმართოთ რუსეთის უმოქმედო საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მისცეს ინსტრუქცია ელჩს სტრასბურგში, რომ მოითხოვის ევროპის საბჭოს საგანგებო მინისტერიალის მოწვევა, რადგან რუსეთის ქმედება CoE წესდების დარღვევაა. კარლ ბილდტმა, მაშინდელმა თავმჯდომარემ 2008-ის სექტემბერში მოიწვია ევროპის საბჭოს საგანგებო მინისტერიალი. ახლა თავმჯდომარე ავსტრიაა, მაგრამ მოთხოვნის დაყენება ყველას შეუძლია.

გიორგი კანდელაკი: თუ ვინმეს გონია რომ უკრაინა გატყდება - ცდება. მრავალი წლის განმაცლობაში ანტისაბჭოთა უკრაინული არმიის გმირული ბრძოლა საბჭოთა ოკუპაციასთან ამის დასტურია.

გოგა ხაჩიძე: მთვრალი "რუსეთი" უბანშია გამოვარდნილი და ხელში ბირთვული იარაღი უჭირავს.

სალომე ზურაბიშვილი: კი დავუჭირე მხარი პრემიერის ჩასვლას ვაშინგტონში და იქ ჩატარებულ ვიზიტს... მაგრამ ხომ არ გვგონია რომ ამითი ხარკი გადავიხადეთ და საკმარისია ? მოვლენები უკრაინაში ვითარდება და ისევ ჩვენი დუმილი მაწუხებს... პრეზიდენტი სომხეთში იყო და იქ ერთობლივი განცხადებაში არ უნდა დაფიქსირებულიყო ჩვენ მეზობელ და მეგობარ ერის მიმართ ერთობლივი სოლიდარობა ? მაგარი იქნებოდა და რუსებს არ გაეხარდებოდათ .... ასევე ბრიუსელში მყოფი ალასანიას უნდა საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ხმამაღლა დაეფიქსირებინა.. და ეხლა კიევში არ უნდა ჩასულიყო ან ერთი ან მეორე ? ... მიშას ლაპარაკის მორალური უფლება არა აქვს მაგრამ ბევრს ბჟუტურობს და ვისაც ვალდებულება აქვს ჩვენი პოზიცია გამოხატოს, ის დუმს!

კობა სუბელიანი: პუტინისადმი კრძალვა-სიყვარული, რავარია ჰა ? ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დაცდებათ დიაგნოოზ !!! P.S მიშასთან და ზვიადთან დიდი გული ქონდათ ესეც დიაგნოოზ !!!

ნიკა გვარამია: აბაშიძე კარასინის შეხვედრა, იმედია, გადაიდება მაინც. ps კარასინი ალბათ ვერ მოიცლის

ნიკა ქავთარაძე: რუსეთს არ გააჩნია ბერკეტები, რომ საქართველოშიც იგივე ქნას რასაც უკრაინაში შვრებაო- რად უნდა ,ხალხო, რუსეთს ბერკეტები????

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100