სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალიშვილობა საქართველოში და „ქართველი ქალიშვილები“ „ფეისბუქში“

ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში რომ უკიდურესად პრობლემატურია, ცნობილია. საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, ქართველი ხალხი რელიგიური და ტრადიციების მიმდევარი, თუმცა ამ კონსერვატიზმისა და ტრადიციების ზუსტი საზღვრები და დეფინიცია 21–ე საუკუნეში ცოტა ჭირს.

ქართველი კონსევატორების, ანუ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, „ქართული წესის და ადათების“ ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად დღემდე რჩება ყბადაღებული ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, 21–ე საუკუნის საქართველოში დიდ სოციალურ სიმახინჯედ იქცა.

ხშირად გაიგონებთ, რომ ამ კუთხით საქართველოში პროგრესია, რომ წარსული სიბნელე უკან იხევს და მალე ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა გამოსწორების გზებიც თავისებურად მახინჯ ფორმებს იღებს. გოგონათა დიდი უმრავლესობა ქალიშვილობის ინსტიტუტის ერთგული მიმდევარია და საქორწინო კაბას და პრინცს 14 წლის ასაკიდან გაალმასებით ელოდება.

აქ ქვეკატეგორიაც გამოიყოფა: „ქალიშვილი იმიჯით“, რომელნიც შემდეგ კუზანოვის ცნობილი და ყბადაღებული კაბინეტის გრძელი რიგის წევრები ხდებიან.

როგორც ჩანს, სწორედ ამ კატეგორიისა და „გაალმასებით მომლოდინე“ ქალიშვილების დაცინვა–გაშარჟების მიზნით შეიქმნა კიდევ ერთი ჯგუფი „ფეისბუქში“: „ქალიშვილები საქართველოში“, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მის პოპულარობას, სახელწოდების გარდა, სტატუსები, ისტორიები და კომენტარებიც განაპირობებს და რახან ეს დეტალები ვახსენეთ, რამდენიმეს შემოგთავაზებთ კიდეც:

„გერმანელი ტურისტი: საქართველოში ყველა ღირსეულ მამაკაცს საყვარელი ჰყავს, თუმცა, ამავე დროს, იქ, ქალი სამართლიანობის, ღირსების, სიწმინდისა და უმანკოების განსახიერებად ითვლება. თუმცა, ვერაფერი გავიგე: თუ მართლა ასეთები არიან ქართველი ქალბატონები, მაშინ ვინ არიან ქართველი მამაკაცების საყვარლები?“

„როცა მეფე ომში მიდიოდა, მეფის მჭედელი, დედოფლისთვის, რკინის ტრუსს ჭედავდა, რათა მეფე მშვიდად ყოფილიყო. დედოფალი რკინის ტრუსით შეიმოსებოდა, მჭედელი კი ამ რკინის ტრუსის გასაღებს მეფეს აძლევდა... თუმცა, ანცი მჭედელი მეორე გასაღებს თავისთვის ამზადებდა...“

ამ და მსგავსი შინაარსის სტატუსების გარდა, ჯგუფში შეხვდებით სტატიებსაც შესაბამის თემაზე. მოკლედ განტვირთვისთვის შექმნილი ეს გვერდი საკმაოდ გაახალისებს მას, ვისაც მსგავს საკითხებზე მსჯელობა მისაღებ და საინეტერსო საქმიანობად მიაჩნია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100