სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საიდან იმართება "ქართული პარტია"?

24 ნოემბერი, დღის 3 საათი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხის არც თუ მცირე რაოდენობაა თავმოყრილი. შეკრების მიზეზი ყველასთვის ერთია - ახლადფეხადგმული, ოღონდ ძველი, ნდობადაკარგული სახეებით დაკომპლექტებული "ქართული პარტიის" დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს.
დფსდფგსდგ
იქ მყოფნი რაღაც ახლის მოლოდინში არიან. ადამიანები აქეთ-იქით იყურებიან, ერთმანეთს ეჩურჩულებიან. როგორც იქნა, ყრილობაც დაიწყო და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ხუთი ლიდერიდან რომელი დაწინაურდა, ანუ "ბრწყინვალე ხუთეულიდან ვინ გახდა პარტიის თავმჯდომარე.
დფსდფგსდგ
თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული პარტიის" თავმჯდომარედ არა "გრეჩიხა", არამედ სოზარ სუბარი მოგვევლინა (არადა, მისივე პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, "გრეჩიხა" თავმჯდომარეობას არ დათმობსო), გაჩეჩილაძემ და ექსმინისტრმა ოქრუაშვილმა თანათავმჯდომარეების "პოსტი" დაიკავეს, გუნცაძე და კიწმარიშვილი კი გენერალური და პოლიტიკური მდივნის თანამდებობებს დასჯერდნენ.
დფსდფგსდგ
მოკლედ, რადიკალების ლიდერობა სუბარს ხვდა წილად. ცნობილია, რომ სუბარის სიმპატიები ჯერ კიდევ ალასანიასთან ყოფნის დროს გაჩეჩილაძესკენ იხრებოდა და იმიტომაც მალევე გამოექცა ხელისუფლებასთან დიალოგის მოყვარულ, მშვიდ ალასანიას.
დფსდფგსდგ
სუბარის პარტიის პრიორიტეტები თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი იქნება, მთავარი მიზნები კი ხელისუფლების შეცვლა და თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძვლების შექმნა. ამ უკანასკნელის განსახორციელებლად კი, გუნცაძის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაა.
დფსდფგსდგ
"ქართული პარტიის" თითქმის სამსაათიან ყრილობაზე დროის უმეტესი ნაწილი ჩრდილოელ მეზობელზე საუბარს დაეთმო. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო... ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ "ქართული პარტია" ოკუპანტ მეზობელზე "უგონოდაა" შეყვარებული და საერთოდაც, რუსეთიდან იმართებაო.
დფსდფგსდგ
"დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და ჩვენი გამარჯვების -საქართველოს აღორძინების ათვლა იწყება," - აცხადებს პარტიის პოლიტიკური მდივანი კიწმარიშვილი. ნეტავ ამას რომ აცხადებდა კიწმარიშვილი, თავადვე თუ სჯეროდა?
დფსდფგსდგ
ლიდერები მწვავე, მყვირალა და არაფრისმომცემ განცხადებებს ერთმანეთზე მიყოლებით აკეთებენ და დარბაზში მყოფთ მოწყენის საშუალებას არ აძლევენ.
დფსდფგსდგ
"გაზაფხულზე დავიწყებთ ბრძოლას და ბოლომდე მივიყვანთ", ეს პარიზში თბილად მოკალათებული "ოქროს" სიტყვებია.
დფსდფგსდგ
"სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია", აი, "ოქროს" პროგნოზიც. ნეტავ, კაკულიამ ხომ არ ჩააწოდა ეს ამბავი სკაიპით?
დფსდფგსდგ
როგორ მახსოვს, 2008 წლის აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოქრუაშვილის ა.წ უკვე ყოფილი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები რომ ამტკიცებდნენ, ხვალ ირაკლი ჩამოდის და ყველაფერი დამთავრდება, ხელისუფლებას ერთ დღეში გავისტუმრებთ მოუსავლეთშიო. დღეს 2010 წლის 25 ნოემბერია. სააკაშვილი კვლავ ხელისუფალია, "ოქრო" კი ისევ პარიზშია.
დფსდფგსდგ
"ქართული პარტია" წარმომადგენლობით "სახალხო კრებას" უერთდება," - აცხადებენ ერთხმად ლიდერები. ეს არც არავის გაჰკვირვებია. "თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო"... ვაიდა, "სახალხო კრებაზე" ხალხის დიდი რაოდენობა მივიდეს და "გრეჩიხა" ვერ დაინახოს, რას იფიქრებს? რა თქმა უნდა, უსაყვედურებს და ისედაც დაბალრეიტინგიანი გაჩეჩილაძე მთლად ურეიტინგოდ დარჩება, ამიტომაც ყველანი კრებაზე...
დფსდფგსდგ
"გაზაფხულზე 50 ათასი წევრი გვეყოლება, რომლებიც ხელისუფლების შესაცვლელად ყველანაირი ნაბიჯის შესასრულებლად მზად იქნებიან, იქნება ეს აქციები, არჩევნები თუ სხვა", - აღნიშნა სუბარმა ყრილობის დასრულების შემდეგ.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაზაფხულამდე შეუძლია მშვიდად იძინოს და "იგულავოს" კიდეც, "ქართული პარტიისგან" მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. აი, გაზაფხულის კი გეშინოდეთ ხელისუფალნო...
დფსდფგსდგ
პ.ს. რა თანხებით ფინანსდება "ქართული პარტია" ამჯერადაც ვერაფრით გავიგეთ. ყრილობის დასრულებისას ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან ხუთივე ლიდერმა კვლავ თავი შეიკავა.
დფსდფგსდგ
"ყველაფერს გაიგებთ კანონის ფარგლებში",- განაცხადა გაჩეჩილაძემ...
ეგ დროც მოვა, მანამდე კი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ქართული პარტია" რუსული ფულით ფინანსდება, კვლავაც არ შეწყდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100