ნიკა მალია: გლდანში "ოცნება" კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად მოქმედებს... ოპოზიციას უკვე მოგებულია აქვს არჩევნები!
გლდანის რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია ამბობს, რომ გლდანის რაიონში იმაზე გაცილებით დაძაბული ვითარებაა, ვიდრე ეს ტელევიზიით ჩანს და ამ ვითარების სულისჩამდგმელი "ქართული ოცნებაა", რომელსაც მობილიზებული ჰყავს კრიმინალური დაჯგუფებები.
„არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. იციან მათ არანაკლები უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე, ხედავთ რას აწყობენ, მობილიზაციაა ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან. ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი ოფიციალური დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი აქამდე. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები დიდი სხვაობით და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში. ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს მივმართავ, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე, ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ. არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო უბნები არ დაარბიოთ და ამ მასკარადს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მივმართავ მხარდამჭერებს, ამ ქვეყნის მხარდამჭერებს და არამხოლოდ ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან, იმიტომ, რომ პროვოკაციაში როგორც თქვენ გჩვევიათ, არ დაგვდოთ ბრალი და თქვენ ძალადობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეკადრებზე.
ეს არჩევნები მოგებულია, მას არ მოვაპარინებთ ივანიშვილს, შეიარაღებულ კრიმინალს, ქურდს, ყაჩაღს და მასთან შეკრულ ხელისუფლებას. არცერთი მომრჩეველი რომ არ მივიდეს, იმდენად დიდია სხვაობა, უკვე მოგებულია არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.
კომენტარი