სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში იმ მილიარდერის ცხედარი იპოვეს, რომელიც "ფორბსის" უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 86-ე პოზიციაზეა

რუსეთში, მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცხედარი, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში იპოვეს.

ბოსოვი ჯგუფ "ალტეკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.

ჟურნალ "ფორბსის" უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 1.1. მილიარდი დოლარით, ბოსოვი 86-ე პოზიციაზეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100