სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვენდისა“ და „დანქინის“ ქართული წარმომადგენლობის განცხადება

„ვენდის“ და „დანქინის" რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19 -თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს.

„ვენდის და დანქინი საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანქინის 1 ქარხნით, სადაც იწარმოება დანქინის ყველა ის პროდუქტი რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი“ და „დანქინი“ განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჩვენთვის მომხმარებლების ჯანმრთელობა და მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვითვალისწინებთ არამარტო ლოკალურ, არამედ ვენდის და დანქინის სათაო ოფისების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს.

კერძოდ, შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას. ასევე აღსანიშნავია, რომ სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია გაიზარდა დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც გულისხმობს დაბინძურების რისკების გამორიცხვას.

ყველა რესტორანში მიმდინარეობს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის კონტროლი ვენდის და დანქინის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რასაც ვენდი და დანქინი მიმართავს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:

· მაგიდების, სკამების, იატაკების დეზინფიცირება ხდება ყოველი მოხმარების შემდეგ.

· ზედაპირებზე, როგორიცაა კიოსკის ეკრანი, გადახდის ტერმინალის კლავიატურა, - რომლებზეც მომხმარებლებს უშუალოდ უწევთ ხელით შეხება, დეზინფიცირდება საათში ერთხელ.

· საწარმოო ჭურჭლის და ხელსაწყოების დეზინფიცირება მიმდინარეობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის- Ecolab ის წარმოებული სარეცხ-სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, რომელთა კონცენტრაცია საგანგებოდ გაუტოლდა მაქსიმალურ რეკომენდირებულ დონეს.

· ორივე კომპანიაში, ყველა თანამშრომელი, რომეთსაც შეხება აქვს საკვებთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, ამით გამოვრიცხავთ საკვების დაბინძურების ნებისმიერ რისკს.

· თანამშრომელს, რომელსაც უწევს ფულთან შეხება, აღჭურვილია ხელთათმანებით, რომლის გამოცვლაც ხდება 30 წუთში ერთხელ.

· თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ან/და იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნებში, ამ დროისთვის არ დაიშვებიან სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანია ხელს უწყობს მათ სრულფასოვნად მოახდინონ თვითიზოლაცია.

· თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ აეროპორტის ტერიტორიაზე, აღიჭურვნენ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით.

· არც ერთ თანამრომელს არ უწევს საკვებად მზა ან უმ პროდუქტთან პირდაპირი შეხება, ვენდის და დანქინის სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლები იყენებენ პლასტიკურ ხელთათმანებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარი დაბინძურების შესაძლებლობას.

ვენდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დამატებითი ქმედითი ღონისძიებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100