სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბერიანიძის თქმით, პოლიციამ მასზე და თორნიკე კუსიანზე განყოფილებაში ჰომოფობიის გამო იძალადა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თანასწორობის მოძრაობის ნაცემი წევრები ხელწერილით გაათავისუფლა. პროცესი ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.

ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ბერიანიძის თქმით, პოლიციამ მასზე და თორნიკე კუსიანზე განყოფილებაში ჰომოფობიის გამო იძალადა. ბერიანიძის თქმით, უცნობმა პირებმა მას და მის მეგობარს სცემეს. ის ადვოკატს უყვება, რომ ამ დროს, პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. ბერიანიძის თქმით, როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.

ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპეცია სწავლობს. შსს-ს განცხადებითვე ბერიანიძე და კუსიანი არ დაემორჩილნენ პოლიციას და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრი დღეს დილით ბათუმში დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100