„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საბჭოს წევრებმა პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია მოახლოებული საგაზაფხულო სესიის პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე შეაჯამეს ბოლო პერიოდში განხორციელებული სამთავრობო ვიზიტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
კომენტარი