სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის და Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორობა

10.11.2014 - თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ პირდაპირ ინტერნეტნბანკიდან, მარტივად და სწრაფად დარეგისტრირდნენ Pay Pal-ზე და განახორციელონ უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები ონლაინ-მაღაზიიდან და კერძო გამყიდველისგან.

მას შემდეგ რაც Pay Pal-მა საქართველო თავისი პარტნიონი ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, თიბისი ბანკმა Pay Pal -ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და ინტერნეტბანკის მეშვეობით რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

PayPal არის ანგარიშსწორების სისტემა, რომელის საშუალებით ონლაინ-მაღაზიიდან სასურველი პროდუქცის შეძენა საბანკო ბარათის მონაცემების გარანტირებული დაცვით არის შესაძლებელი.

თიბისის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია. შეთავაზებების გვერდზე საჭიროა აირჩიოთ სერვისის გააქტიურება რომლის შემდეგაც თქვენი ბარათი ავტომატურად ებმება PayPal-ის ანგარიშს.

თიბისი ბანკი ყოველთვის მოხარულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიეტირებული პროდუქტები და შეთავაზებები განავითაროს.

იჩქარეთ, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მეშვეობით მარტივად დაარეგისტრირეთ თქვენი ბარათი Pay Pal სისტემაში და იშოფინგეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

თიბისი ბანკი დაფუძნდა 1992 წელს | ლიდერი ბანკი საცალო ანაბრების ბაზარზე |წარმოდგენილია აზერბაიჯანის (TBC Kredit)და ისრაელის (TBC Invest)ბაზრებზე | „წლის საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის“ ჯილდო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით FitchRatings: B + and B |Moody’s: B 1 and Ba 3 | Global Finance -Internet Banking Global Awards 2013: Best Integrated Internet Bank Site / Best Bill Payment & Presentment

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100