სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მოუხადა ბოდიში მერაბიშვილმა საკუთარ ოჯახს?

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლოს სხდომებს სამომავლოდ ბოიკოტს უცხადებს. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც 26 მაისის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი მომავალში სასამართლოში აღარ მივა.

"ცხრა თვეა სპექტაკლის მონაწილეები ვართ, სადაც მოსამართლეს, ადვოკატებს, პროკურორებს და მე, როგორც ბრალდებულს, ჩვენ ჩვენი როლები გვაქვს. ერთადერთი ვისაც ამ დარბაზში როლები არ აქვს, ჩემი მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც რაღაც მტკიცებულებებსა და ჩვენებებზე უჩნდებათ განცდა, რომ რამე შეიცვლება. ეს არის გულუბრყვილო განცდა და თქვენს მიერ გამოტანილი განაჩენი იქნება არა ჩემი განაჩენი, არამედ თქვენი პირადი განაჩენი. მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებსა და მშობლებს, რომ კომფორტულად ვარ იმ საკანში, სადაც ვიმყოფები და ნუ ინერვიულებენ. მაპატიონ თუ რამე დააკლდებათ, შევეცდები, როდესაც გავთავისუფლდები ეს დანაკლისი ყველას წინაშე ავანაზღაურო. მე ვიქნები ყველაზე უბედური თუ კი თავისუფალი ვიქნებოდი, რადგან ჩემი მეგობრები ან ციხეში, ან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ვარ ყველაზე კარგად როგორც შეიძლება იყოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებს გაუძლონ და მიიყვანონ 2003 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა და სასამართლო სხდომა დატოვა. დარბაზის მონაწილეებმა ის ტაშით გააცილეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100