სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლიჩკო: "დიახ, უგულო და მოსაწყენი ვარ!.."

მსოფლიო ჩემპიონს კრივში, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს არ უყვარს ჟურნალისტებისთვის გულის გადაშლა. ამიტომაც, უფრო ხშირად, მის შესახებ ცნობებს ჟურნალისტები მისი მეგობრებისგან აგროვებენ. მართალია, დიდი ენაწყლიანობით არც ისინი გამოირჩევიან, მაგრამ ტაბლოიდები საკბილოს მაინც შოულობენ.

ჟურნალიტები, პირველ რიგში, იმით ინტერესდებიან, კლიჩკო ისეთივე სიტყვაძვირია, როგორც რინგიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩანს, თუ ეს, უბრალოდ, მისი პოზაა. კლიჩკოს მეგობრები აღნიშნავენ, რომ საქვეყნოდ განთქმული მოკრივე ბავშვობაშიც ზუსტად ეგეთივე იყო – წყნარი და სიტყვაძუნწი. თუ რამეს იტყოდა, აუცილებლად ჭკვიანურს. ამიტომაც, როცა ის ხმას ამოიღებდა და თავისი შეხედულების მტკიცებას იწყებდა, მეგობრები მაშინვე ჩუმდებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მომავალი მეტოქე, დევიდ ჰეი (ერთმანეთს 2 ივლისს ხვდებიან) მართალი იყო, როცა მას „მოსაწყენი მოკრივე“ უწოდა. „მე არც გული მაქვს და, ყველა სიკეთესთან ერთად, ძალიან მოსაწყენი სპორტსმენი ვარ“ – დაამატა კლიჩკომ, – "მაგრამ მე ასეთი ვიყავი მთელი ჩემი კარიერის 15 წლის განმავლობაში და ახლა ვერ შევიცვლები. მე პატივს ვცემ ჰეის, ის კი პატივს არ მცემს. ამის დასტურად თუნდაც ის გამოდგება, რომ ორჯერ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ჩემს გაწვდილ ხელს ხელი არ შეაგება, მაგრამ ეს ნორმალურია.

შეგახსენებთ, რომ წინა 49 კაცი სწორედ იმიტომ წავიდა დასაძინებლად, რომ რინგზე უგულო და მოსაწყენი ვარ. ხომ ამბობს ჰეი, რომ მათ დიდი თანხები მიიღეს და ნოკაუტი გაითამაშეს? მე მას ვაჩვენებ, რომ იმ 49 ბიჭისგან არაფრით განსხვავდება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100