კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩისთვის თბილისში რაულიც ჩამოვა?
საქართველოს ნაკრების ყოფილმა
კაპიტანმა კახა
კალაძემ ჯერ
კიდევ ერთი
თვის წინ,
რეგიონული მედიის
წარმომადგენლებს განუცხადა,
რომ გამოსამშვიდობებელ
მატჩს 31 მაისს
გამართავდა.
კახას ამის
სურვილი 2012 წლის
13 სექტემბერსც ჰქონდა,
მაგრამ მაშინ
"დინამო-არენის"
ადმინისტრაციისგან უარი
გადატვირთული გრაფიკის
გამო მიიღო.
ახლა ცხოვრების გაცილებით თავისუფალი
"გრაფიკია"
და აწ უკვე საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის და ბუნებრივის რესურსების მინისტრს სტადიონის იჯარის პრობლემა არ შეექმნება.
კალაძეს თავისი გამოსათხოვარი მატჩის ნოემბრის ბოლოს გამართვაც სურდა, მაგრამ ამ დროისთვის
"მილანის"
ფეხბურთელებს
არ ეცალათ და გაცილება ისევ გადაიდო.
"სექტემბერში
ამის უფლება წინა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა არ მომცეს. 31 მაისს მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა.
10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც და ყველა ის ადამიანი, რომელთანაც
"მილანში"
ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ", -
განაცხადა
კალაძემ.
შევიტყვეთ,
რომ კახა კალაძემ მატჩის ორგანიზატორობა საქართველოს ნაკრების ყოფილ მოთამაშესა და "ზესტაფონის"
ყოფილ მთავარ მწვრთნელს, დავით მუჯირს შესთავაზა.
სწორედ მუჯირს დავუკავშირდით, რადგან გვაინტერესებდა,
დაზუსტდა თუ არა შეხვედრის თარიღი, რომელი ფეხბურთელები არიან მოწვეულები და ა.შ.
ერთ-ერთი ცნობის თანახმად, თბილისს ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული თავდამსხმელი რაული ესტუმრება. ცხადია, ამის დაზუსტებაც გვსურდა.
"ყველა
კითხვაზე სიამოვნებით გიპასუხებდით, მაგრამ ახლა საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ, ჩამომსვლელთა სიას ვაზუსტებთ და წინასწარ ლაპარაკი, თუ ვინ გვესტუმრება, რაული თუ კიდევ სხვა ვარსკვლავები, არასერიოზული იქნება.
აჯობებს, ყველაფერი დავაზუსტოთ და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ", -
გვითხრა მუჯირმა.
სხვათა შორის, მუჯირის თქმით, ჯერ ისიც დასაზუსტებელია,
მატჩი 31 მაისს გაიმართება თუ არა. თარიღს იმის მიხედვით შეარჩევენ, რომელ დღესაც ვარსკვლავების მაქსიმალური რაოდენობა შეგროვდება.
კომენტარი