სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერებს ხვდება

24 აპრილს 18:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში„ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერებს ხვდება.

(შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19–24 მარტს თბილისში, სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა)
შეხვედრის მიზანია ევროპის ჩემპიონატის შედეგების შეჯამება და საზოგადოებისათვის მიწოდება. ამასთან, ჩემპიონატის მხარდამჭერების წვლილის და დამსახურების აღნიშვნა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას გახსნის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე და ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100