თინა ხიდაშელმა ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თინა ხიდაშელის შეკითხვაზე პასუხის გაცემამაც მოუწია, რამაც გაუგებრობა გამოიწვია და სხდომის თავმჯდომარის შენიშვნაც მიიღო.
,,კოალიცია ქართული ოცნების" წევრმა ,,რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე პრემიერისთვის კითხვის დასმა ითხოვა. ხიდაშელმა პრემიერ ივანიშვილს ჰკითხა, თუ როგორ ხედავს ის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გზას. ხიდაშელმა, ტელეკომპანია "იმედის" პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების მაგალითი მოიყვანა და პრემიერის ჰკითხა, იქნება ეს მეთოდი სამართლიანობის აღდგენის მოდელი, თუ არსებობს რაიმე სხვა გეგმა?
ხიდაშელმა კითხვის დასმის დროს შენიშვნა სხდომის თავმჯდომარისგანაც მიიღო.
კომენტარი