ნაცმოძრაობამ დაამტკიცა, რომ არასოდეს დანებდება
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კენჭისყრის შესახებ განცხადება გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ არასდროს დანებდება შანტაჟსა და ზეწოლას და ყოველთვის იქნება მზად კომპრომისისთვის საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ. მან მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმცირესობის ყველა წარმომადგენელსა და ოპოზიციის თითოეულ წევრს და აღნიშნა, რომ ამ პირობებში მათი წინააღმდეგობა ძალზე მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და აუცილებელი იყო დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, უმრავლესობამ უნდა აჩვენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სტაბილურობა, ქართული ინსტიტუტები და ევროპული მომავალი. პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს კი, მეტი პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა
კომენტარი