"2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან"
საქართველოს მთავარი პროკურორი
ადასტურებს, რომ
2000 წელს გერმანიაში
პოლიციელთან ინციდენტი
შეემთხვა, თუმცა
განმარტავს, რომ
კონფლიქტს მის
მიმართ იძულებითი
ღონისძიებები არ
მოჰყოლია.
ოთარ ფარცხალაძე
მის დიპლომთან
დაკავშირებით გავრცელებულ
ინფორმაციასაც ეხმაურება
და მზადყოფნას
გამოთქვამს, დიპლომის
ასლი წარადგინოს.
"ბოლო
დროს ჩემს მიმართ გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, როგორც ჩანს ჩვენი ოპონენტები
"გაანაწყენა"
და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას.
გულწრფელად
გეტყვით, რომ პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,
რადგან მათი მოტივი და ინტერესი უკვე ნათელია და ამის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვისაც.
მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ გავაკეთო, რომ დავაკმაყოფილო საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი.
2000 წელს
ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს,
რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლებთან
საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია.
ამასთან, მცირე განმარტება მინდა გავაკეთო ჩემს განათლებასთან დაკავშირებითაც,
დავასრულო
ერთხელ და სამუდამოდ ამაზე საუბარი და წამოგიდგინოთ დიპლომის ასლი.
ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს
ნუ აჰყვებიან საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის
ამეხსნა საქმის ვითარება და განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000
წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას",
- აცხადებს
ოთარ ფარცხალაძე.
კომენტარი