washingtonpost : ვიდეო ივანიშვილს მაისში მიაწოდეს, თუმცა, მან კადრები ორი დღის წინ გაავრცელა
საქართველო, თბილისი - მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვია. კადრებში ასახულია პატიმრებისადმი სადისტური მოპყრობა და მათი წამება, საზოგადოება დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ არაერთმა დედამ ამოიცნო საკუთარი შვილი:
ვერიკო კაპანაძე: „როცა ჩემი შვილი უკანასკნელად მოვინახულე, ძალიან შეშინებული იყო. ახლა კი ვხვდები რატომაც“.
„მე ძალიან ვღელავ საკუთარი შვილის გამო“,- განაცხადა ერთ-ერთი პატიმრის დედამ, ნარგიზა გიორგაძემ.
აღნიშნული ფაქტების გავრცელების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ხათუნა კალმახელიძემ, რამდენიმე საათის წინ კი პენიტენციალური სისტემის მმართველად ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაინიშნა, იმ იმედით რომ ეს უკანასკნელი სასჯელარსრულებითი დეპარტამენტის სრულ რეფორმირებასა და გადაწყობას შეძლებს.
საქართველოში სხვადასხვა ორგანოები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ ეს შემაძრწუნებელი ფაქტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ აქციონ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, მრავალი ეკონომიკური, ანტიკორუფციული თუ ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის ფუძემდებელია. იგი აქტიურად იღწვის საქართველოს დასავლეთთან და ამერიკასთან ინტეგრირებისთვის. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ აქტიური ოპოზიციური გამოსვლები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო.
ივანიშვილი კი საქართველოს უმდიდრესი ბიზნესმენი გახლავთ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ უკანასკნელს აღნიშნული ვიდეომასალა მიმდინარე წლის მაისში მიაწოდეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მისი გავრცელება ორი დღის წინ მოხერხდა.
საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ივანიშვილს საქართველოს დაბრუნება რუსეთის მფარველობის ქვეშ სურს.
კომენტარი