პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს - CNN
აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს ომი. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს სრულად მოაბილიზოს სარეზერვო ძალები, რადგან მოსკოვი ახლა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის დაპყრობას ცდილობს. ამის შესახებ CNN წერს.
დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პუტინი გამოიყენებდა ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას, რათა გამოაცხადოს ან სამხედრო მიღწევა უკრაინაში, ან საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია - ან ორივე ერთად.
დღემდე, რუსი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ომი მხოლოდ "სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", რომლის მთავარი მიზანი "დენაციფიკაციაა". 9 მაისს, რუსეთი "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღეს აღნიშნავს.
კომენტარი