კომპანია აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ ,,ფემინას“ შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ „ფემინას“ შორის. მემომორანდუმის ფარგლებში კომპანია „აჭარაბეთი“ ხელს შეუწყობს ფონდის ბენეფიციარებს გაუჩნდეთ წვდომა განათლების მისაღებად.
კერძოდ, „აჭარაბეთის“ მხრადაჭერით 22 ქალს ექნება შესაძლებლობა ჩაერთონ
პროექტში, გადამზადდნენ 6 თვიანი სრულფასოვანი
კურსით ინგლისური ენის შესწავლის მიზნით და
საოფისე პროგრამებში.
4 სტუდენტი ქალი შეძლებს დაასრულოს უმაღლეს სასწავლებელში
სწავლა, გაზაფხულის სემესტრის სასწავლო გადასახადის სრულად დაფარვით.
„აჭარაბეთის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფონდ „ფემინას“ ბენეფიციარებს და მივცეთ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა.
კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია „ინიციატივის“ ფარგლებში განვახორციელოთ სწორედ
ისეთი აქტივობები,რომელიც ხელს
შეუწყობს ადამიანებს გადალახონ ბარიერები
და განვითარდნენ. „ინიციატივის“
ხელშეწყობით ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ინგლისური ენა
და გადამზადდნენ საოფისე პროგრამებში, ხოლო ის ბენეფიციარები რომლებიც
უნივერსიტეტის დასრულებას ვერ ახერხებდნენ ფინანსების არქონის გამო, სრულად
დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.“– აღნიშნა „აჭარაბეთის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.
კომენტარი