რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს
რე|ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი, განვადების შოპინგ ბარათი - ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია - თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.
ბარათზე განვადების
ლიმიტი 250-დან 5000 ლარამდეა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეუზღუდავადაა
შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ
უწევს.
თუ აქამდე ტოპ|ქარდის
განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა
მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით ივაჭროს ყველგან, მათ შორის,
ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება
45-დღემდე უპროცენტო პერიოდით
გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.
„ტოპ|ქარდი
ერთადერთი ბარათია საქართველოში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უპროცენტო განვადების,
ისე საკრედიტო ბარათის სახით. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ
სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც
რე|ბანკი პერიოდულად სთავაზობს ტოპ|ქარდის არსებულ და ახალ მომხმარებლებს. “ - ანანო ქორქია,
რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.
რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია
ბანკის ვებ გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:
rebank.ge |
+995 32 222 25 25 | *2525
კომენტარი