სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაცია დადასტურდა

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წერდა, რომ არჩევნების შემდეგ სოზარ სუბარი ალიანსს დატოვებდა. ვწერდით, რომ სუბარს ალიანსის დატოვება-მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და 30 მაისის შემდეგ ალასანიას ზურგს აქცევდა.
სოზარ სუბარის დღევანდელმა განცხადებამ დღეს უკვე ნათელი გახადა, რომ „დრონი.ჯი“-ს მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია სულაც არ ყოფილა ჭორი და ჰაერიდან მოტანილი, ან ვინმეს შემოგდებული, როგორც ამას ალიანსის წევრები ამტკიცებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე კარგა ხსნით ადრე „დრონი.ჯი“-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სოზარ სუბარის ალიანსიდან წასვლის თაობაზე, ალიანსის ლიდერებმა გაზეთი „დრონი.ჯი“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულებს და განაცხადეს, რომ სუბარი არსად წასვლას არ აპირებს.
გაზეთი „დრონი.ჯი“ გამოდგა მართალი თუ ალიანსის ლიდერები, ეს უკვე თქვენ განსაჯეთ. ჩვენ კი კიდევ ერთხელ განვაცხადებთ, რომ სუბარის ალიანსიდან წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიასთან, დავით გამყრელიძესთან და თინა ხიდაშელთან მომხდარი კონფლიქტი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100