სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ერთი კვირის წინ დამირეკა" - აი რას წერს ნოდიკო ტატიშვილი გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც უბნის ბავშვებს აუზი დაუდგა

აი, რას წერს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა:

"ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! გუშინ უპოვიათ გარდაცვლილი!
დაუჯერებელი
ამბავია!
ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით 3 წლის წინ, გადამეხვია, ჩამეხუტა, მეც ტატიშვილი ვარო, ვისაუბრეთ ბევრი.
ძალიან თბილი, წესიერი და დადებითი ადამიანი იყო.
მას შემდეგ იშვიათად, მაგრამ ვკონტაქტობდით ხოლმე.
1 კვირის წინ დამირეკა, მის ახალ მაღაზიაზე მიყვებოდა, საუკეთესო განათების აქსესუარები მაქვს და თუ რამე დაგჭირდეს შენს გვერდით მიგულეო!
ეს ის ბიჭია, ამ
ზაფხულს, როცა ძალიან ცხელოდა, მისი უბნის ბავშვებს სიურპრიზად ბასეინი რომ დაუდგა ეზოში!
ნათელში იყოს მისი სული!
ძალიან დამწყდა გული!"
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100