სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბუდისტურ მონასტერში ყოფნის მესამე დღეს, როცა სრულიად სიმშვიდით ვიყავი გარედან და შიგნიდან მოცული, დამეწყო ეს შემოტევა..."

მარიამ საჯაია მოგზაურობას აგრძელებს. ამჯერად ტაილანდშისკენ მიემართება. მოგზაურობის ახალ დეტალებსა და შვილის მონატრებაზე ყოფილი პარლამენტარი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:


"ტაილანდის ვიზაც მომცეს. ხვალ-ზეგ ბანგკოკში მივდივარ. არადა რაღაც სულაც არ მებანგკოკება.

წამოსვლისას მეგობარი მელაპარაკა სიფრთხილის მნიშვნელობაზე. თუ ხვდები, რომ "სადღაცდედა*****ება", ეგრევე გაეცალე, არ წახვიდე, თავიდან აირიდეო. კარგი-მეთქი, ისე ვუთხარი, რომ ბოლომდე ამ "კარგი"-ს მეც არ მჯეროდა. თურმე არ მჯერა კიარა, სისხლში მაქვს.
ინსტინქტში. დედის ინსტინქტი რომ ჰქვია. ან შვილის მუხრუჭიც შეიძლება დაერქვას.
თავზეხელაღებული ვარ, კი. ყველაფერზე წამსვლელი - ვერ. იქ ხო ის მელოდება. ვჭირდები.


დიდად ჩემთან ლაპარაკით თავს არ იწუხებს. არც მე ვურეკავ დღენიადაგ. უთქმელადაც ვიცით, რომ გვენატრება და გვჭირდება ერთმანეთი. ვიდეოზარისას ჩემს კულონს დამანახებს, წასვლისას რომ ჩამოიკიდა და აღარ მოუხსნია. ყველაფერი გასაგები ხდება ჟესტით.

არამარტო მას ვჭირდები. მეც. ასე, უმისოდ ყოფნა არ მომწონს. არ მომწონს კიარა, ცრუკრუპებივით მემართება მონატრების შემოტევები.


ბუდისტურ მონასტერში ყოფნის მესამე დღეს, როცა სრულიად სიმშვიდით ვიყავი გარედან და შიგნიდან მოცული, დამეწყო ეს შემოტევა. არანაირი კავშირი არ არსებობს სამყაროსთან. ვერ დაველაპარაკები...
არ დავიზარე. წავედი უახლოეს სოფელში, დაახლოებით 5 კილომეტრი. ვაიფაი არ გაქვთ მეთქი? ინტერნეტიც არ იცოდნენ რა იყო.

პირველივე კონტაქტზე მოვუყევი როგორ მომენატრა, როგორ მჭირდება, რამდენად მინდა აქ მყავდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
პასუხი (ვციტირებ):
- ხო გითხარი! მე ხო გითხარი წამიყვანე-მეთქი! აი, რომ არ წამიყვანე, გენატრები და შენი ბრალია რომ გენატრები.
7 წლისაა...


ჩემი შემდგომი საზღვრიდან ფეხის გადგმა ბრალეულობის გარეშე უნდა იყოს. ანუ ბუკასთან ერთად.

ახლა მაინც მაქვს ბრალეულობისგან გამათავისუფლებელი გარემოება -
საზღვარგარეთ ბექფექერობის პირველივე გამოცდილებაზე აზიაში ბავშვით წასვლა არ უნდა იყოს კარგი აზრი.
იცის და ბრალს მპატიობს. დასაზვერად გამომიშვა თვითონაც. ოღონდ შემდეგზე არ მაპატიებს. თვითონაც უნდა.

ენივეიზ. რაიქნება ბანგკოკი კიარა, ბუკასკენ იყოს შემდეგი მიმართულება", - წერს საჯაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100