სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავთო ცქვიტინიძე მეუღლის CV-ს აქვეყნებს

ავთანდილ ცქვიტინიძე ფეისბუქზე თავისი მეუღლის CV-ს აქვეყნებს:

CV - Khatuna Totladze

ხათუნა თოთლაძე

ხათუნა თოთლაძე დაიბადა 1980 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში.
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2002 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:
2002-2003 წლებში - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე;
2003-2005 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშეს თანამდებობაზე;
2005-2006 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივნის თანამდებობაზე;
2006-2007 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
2007-2012 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;
2012-2014 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
2007-2008 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2004 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
2010 წელს მინიჭებული აქვს მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100