სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად, დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა - დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ დღეს ნელი დოროყაშვილმა 2018 წელს, ნიუ-იორკში გადაღებული ვიდეომასალა წარადგინა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. რეზონანსული საქმის განხილვა ამჯერად სააპელაციო სამართლოში გრძელდება. ცოლზე ძალადობაში ბრალდბული სპორტსმენი პროცესზე დღეს არ მივიდა.

საკუთარ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეომასალა დოროყაშვილმა მოსამართლეს პირადად აჩვენა და თან ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა.

დოიროყაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავად გასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და 5 წელია იმის მტკიცება უწევს, როგორ დამარტყა ჩანთა ყოფილმა ქმარმა.

„დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას... მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა.

ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება, არ მეუბნება, რას ამბობ, მე არ გირტყამო. საერთოდ, რად გვინდა ეს დისკუსია, როცა არსებობს ძალადობის კადრები, საერთოდ რატომ დავდივარ აქ, რატომ დავდივარ ეს 4 წელია, გამაგებინეთ. მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. მე დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

შემდეგი სხდომა სასამართლოში 7 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100