რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი ლისის „მწვანე ქალაქში“
ლისის „მწვანე ქალაქში“ უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა. პარკი ცნობილი მომღერლის „ტრიო სიმის“ ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის იქნება, ამიტომ გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მის დაბადების დღეს, 13 ივლისს გაიმართა
. ღონისძიებას კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და რეზიკო გელაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. „ტრიო სიმის“ გარდაცვლილი წევრის პატივსაცემად ღონისძიებაზე შესრულდა მრავალჟამიერიც.
13 ივლისს ტრიოების ფესტივალსაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველ წელს, რეზიკო გელაშვილის დაბადების დღეს, მისსავე სახელობის პარკში გაიმართება.
პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი მეტი სივრცითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა და ის ლისზე მდებარე სხვა პარკების მსგავსად, იტალიური ხეების ნერგებითა და მოსასვენებელი ინვენტარით იქნება მოწყობილი. უახლოეს მომავალში პარკში განთავსდება ამფითეატრიც.
კომენტარი